აზერბაიჯანმა პანდემიის გამო კარანტინის რეჟიმი გაახანგრძლივა - აზერბაიჯანი-საქართველოს სახმელეთო საზღვარი დაკეტილი რჩება

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა, ალი ასადოვმა ხელი მოაწერა გადაწყვეტილებას ქვეყანაში სპეციალური საკარანტინო რეჟიმის გაგრძელების შესახებ, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის ინფექციის გავრცელებისა და მისი შესაძლო გართულებების პრევენციის მიზნით სპეციალური საკარანტინო რეჟიმი 2024 წლის 2 იანვრის 06:00 საათამდე გახანგრძლივდა.

ცნობისათვის, ქვეყნის სახმელეთო საზღვრები, მათ შორის აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სახმელეთო საზღვარი, სპეციალური საკარანტინო რეჟიმის გამო 2020 წლის გაზაფხულიდანაა დაკეტილი.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია