მიხეილ სარჯველაძე - პრეზიდენტს თავისი პოზიციები იმდენად აემღვრა და აიხლართა ყველაფერში, რომ უჭირს საზოგადოებას ესაუბროს - მისი განცხადებები სულ უფრო ნაკლებად სანდო ხდება

მგონი, პრეზიდენტს თავისი პოზიციები იმდენად აემღვრა და აიხლართა ყველაფერში, რომ უჭირს საზოგადოებას ესაუბროს და მისი განცხადებები სულ უფრო ნაკლებად სანდო ხდება, - ამის შესახებ ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტი როგორ უნდა მოიქცეს ასეთ შემთხვევაში, ამაზე პასუხს იძლევა კანონმდებლობა, რომელიც ამბობს, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება წარმოადგენს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველს.

„იმას, რაც ოპოზიციამ დაგეგმა, რომ ყალბი იარლიყი მიეკერებინა ხელისუფლებისთვის და საზოგადოება დაერწმუნებინა არარსებული ბრალდებების ნამდვილობაში, მხარში ამოუდგა პრეზიდენტიც იმხანად, როცა ხმამაღალი განცხადებები აკეთა, დაპირდა საზოგადოებას, რომ რაწამს წარედგინებოდა დასკვნა მოქალაქეობის შეწყვეტაზე, ის მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას. ამ განცხადებით პრეზიდენტი ცდილობდა წარმოეჩინა, თითქოს ასეთი გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პირობებში არ იქნებოდა მიღებული. როცა საპირისპიროში დარწმუნდა მოსახლეობა ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ასეთ დროს უხერხულობა შეიქმნა და ახალი გამოსავლის მოძებნა მოუწია პრეზიდენტს.

შედეგის თვალსაზრისით არაფერი იცვლება, ჩვენ მივყვებით იმას, რაც არის სწორი ნაბიჯების გადადგმა, რაც დიამეტრალურად განსხვავდება იმისგან, რასაც პრეზიდენტი და ოპოზიცია სთავაზობს საზოგადოებას ამ საკითხის ირგვლივ,“ - განაცხადა სარჯველაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება