გივი მიქანაძემ სერბეთის კვოტით სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლის შერჩევაში მიიღო მონაწილეობა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ სერბეთის კვოტით სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლის შერჩევაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კომიტეტის სხდომა საფრანგეთში, პარიზში გაიმართა.

„კომიტეტმა სერბეთის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლის შესარჩევად წარდგენილი კანდიდატები (ვლადიმერ მარნიკოვი, ნატაშა პლავშიჩი და ბრანკო რაკიჩი) განიხილა და მათთან გასაუბრებაც ჩაატარა. ამის შემდეგ, ფარული კენჭისყრის შედეგები მოსამართლის ასარჩევად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას გადაეგზავნა, რომლის საშემოდგომო სესია სტრასბურგში 9-13 ოქტომბერს გაიმართება“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება