ილჰამ ალიევი - 5 დღის წინ აზერბაიჯანმა სრულად აღადგინა სუვერენიტეტი

აზერბაიჯანმა, ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ განხორციელებისას, სრულად აღადგინა თავისი სუვერენიტეტი. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ნახიჩევანში ვიზიტით მყოფ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

„თუ სამი წლის წინ, ყარაბაღის მეორე ომის შედეგად, ჩვენ დავასრულეთ ოკუპაცია, მიმდინარე წლის 23 აპრილს ჩვენ სრულად აღვადგინეთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე სასაზღვრო გამშვები პუნქტის შექმნით ლაჩინის მიმართულებით. ხუთი დღის წინ, ჩვენ სრულად უზრუნველვყავით და აღვადგინეთ ჩვენი სუვერენიტეტი.

„24 საათზე ნაკლებ დროში განხორციელებული ანტიტერორისტული ღონისძიებების შედეგად, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე უკანონოდ მდებარე სომხური არმია დანებდა, დათანხმდა ჩვენს პირობებს და ამით აზერბაიჯანმა სრულად უზრუნველყო თავისი სახელმწიფო სუვერენიტეტი“, - განაცხადა ალიევმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება