რუსეთის საგარეო უწყება - თუ ნიკოლ ფაშიანიანი ზავზე რამდენიმე კვირით ადრე დათანხმდებოდა, მარცხი ნაკლებად მძიმე იქნებოდა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთი ყოველთვის მოკავშირის მიმართ ნაკისრი ვალდებულებების ერთგული იყო, სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფოებრიობას პატივს სცემდა და არასდროს დაუყენებია ქვეყანა არჩევანთან: ჩვენთან ხართ, თუ ჩვენს წინააღმდეგ?

„მოსკოვი უწევდა და ახლაც უწევს ძმურ სომხეთს მასშტაბურ დახმარებას უსაფრთხოების, ეკონომიკისა და კულტურის დარგებში. 2020 წლის შემოდგომას რუსეთის ფედერაციის და პირადად ვლადიმერ პუტინის ძალისხმევამ არ დაუშვა სომხეთის სრული დამარცხება. თუ სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშიანიანი ზავზე რამდენიმე კვირით ადრე დათანხმდებოდა, მარცხი ნაკლებად მძიმე იქნებოდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში, ასევე აღნიშნულია, რომ რუსი სამშვიდობოების თავგანწირული საქმიანობა, ხანდახან სიცოცხლის ფასადაც კი, –პირდაპირი დასტურია იმისა, რომ რუსეთს აზერბაიჯანელი და სომეხი ერების შორის მშვიდობის დამყარება სურს, რაზედაც სომხეთის პრემიერი არაფერს ამბობს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება