მიხეილ ხიდურელმა ენერგეტიკის სექტორთან შეხვედრა გამართა

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა სააგენტოს ახალი ეკონომიკური საქმიანობის - ელექტროენერგიის წარმოების ხელშეწყობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა ენერგეტიკის დარგის კომპანიებთან და ასოციაციებთან. ამის შესახებ ინფორმაციას „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული ახალი ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში სესხით/ლიზინგით სარგებლობისათვის სავალდებულოა, სადგური აწარმოებდეს მზის, ქარის ან ჰიდრო ენერგიას და მათი დადგმული სიმძლავრე 0.5 მეგავატს არ აღემატებოდეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი.

შეხვედრის ფარგლებში მიხეილ ხიდურელმა მონაწილეებს დეტალურად გააცნო ახალი მექანიზმი და ის ეტაპები, თუ როგორ უნდა ჩაერთნენ პროგრამაში.

მონაწილეთა მიერ დასმულ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ, მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.

მიხეილ ხიდურელის განცხადებით, „აწარმოე საქართველოში" ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით მუდმივად ნერგავს სიახლეებს და ეს ახალი მიმართულებაც სწორედ ბიზნესის განვითარებასა და მხარდაჭერად ემსახურება.

„ენერგეტიკა ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი დარგია და „აწარმოე საქართველოში" ამ მიმართულებითაც შეიტანს თავის წვლილს. როგორც იცით, მთავრობისა და ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სააგენტომ „აწარმოე საქართველოში" ბიზნეს უნივერსალის პროგრამას დაამატა ახალი ეკონომიკური საქმიანობა - მცირე ჰესების, მზისა და ქარის ელექტროენერგიის პროექტები. საუბარია 0,5 მგვტ-მდე სიმძლავრის პროექტებზე. ამ კომპონენტის საშუალებით კომპანიებსა და კერძო პირებს ექნებათ შესაძლებლობა, ჩვენი სააგენტოს დახმარებით დაიწყონ ელექტროენერგიის წარმოება იქნება ეს საწარმოებისთვის, სასტუმროებისთვის, სხვა ობიექტებისთვის თუ პირადი მოხმარებისთვის", - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

"ბიზნეს უნივერსალის" პროგრამის მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა, არსებული საწარმოების გაფართოების და გადაიარაღების ხელშეწყობა, აგრეთვე კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლება ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის საშუალებით. მცირე ენერგეტიკის გარდა, „ბიზნეს უნივერსალის" პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ისეთი მიმართულებები, როგორიცაა ინდუსტრიული დარგი, სასტუმრო ინდუსტრია, ბალნეოლოგიური კურორტები, ტურისტული სერვისები, აგრო და ეკოტურისტული ინდუსტრია.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება