მიხეილ ხიდურელი - ენერგეტიკა ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი დარგია და „აწარმოე საქართველოში" ამ მიმართულებითაც შეიტანს საკუთარ წვლილს

ენერგეტიკა ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი დარგია და „აწარმოე საქართველოში" ამ მიმართულებითაც შეიტანს საკუთარ წვლილს, - ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა ენერგოკომპანიებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც „აწარმოე საქართველოშის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მიხეილ ხიდურელმა ენერგოსექტორის წარმომადგენლებს სააგენტოს ახალი ეკონომიკური საქმიანობის - ელექტროენერგიის წარმოების ხელშემწყობი მექანიზმი გააცნო.

აღნიშნული ახალი ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში სესხით/ლიზინგით სარგებლობისათვის სავალდებულოა, სადგური აწარმოებდეს მზის, ქარის ან ჰიდრო ენერგიას და მათი დადგმული სიმძლავრე 0.5 მეგავატს არ აღემატებოდეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი.

„როგორც იცით, მთავრობისა და ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სააგენტომ „აწარმოე საქართველოში" ბიზნეს უნივერსალის პროგრამას დაამატა ახალი ეკონომიკური საქმიანობა - მცირე ჰესების, მზისა და ქარის ელექტროენერგიის პროექტები. საუბარია 0,5 მგვტ-მდე სიმძლავრის პროექტებზე. ამ კომპონენტის საშუალებით კომპანიებსა და კერძო პირებს ექნებათ შესაძლებლობა, ჩვენი სააგენტოს დახმარებით დაიწყონ ელექტროენერგიის წარმოება იქნება ეს საწარმოებისთვის, სასტუმროებისთვის, სხვა ობიექტებისთვის თუ პირადი მოხმარებისთვის", - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

"ბიზნეს უნივერსალის" პროგრამის მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა, არსებული საწარმოების გაფართოების და გადაიარაღების ხელშეწყობა, აგრეთვე კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლება ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის საშუალებით. მცირე ენერგეტიკის გარდა, „ბიზნეს უნივერსალის" პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ისეთი მიმართულებები, როგორიცაა ინდუსტრიული დარგი, სასტუმრო ინდუსტრია, ბალნეოლოგიური კურორტები, ტურისტული სერვისები, აგრო და ეკოტურისტული ინდუსტრია.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება