პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრები ცოდნისა და ინოვაციის ფონდის წარმომადგენლებს შეხვდნენ

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ და კომიტეტის წევრმა ბაია კვიციანმა სამუშაო შეხვედრა გამართეს ცოდნისა და ინოვაციის ფონდის რეგიონული ჰაბის წარმომადგენლებთან. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრის მიზანი იყო ინკლუზიური განათლების შესახებ წარმატებული, ინოვაციური პრაქტიკისა და ცოდნის გაზიარება. შეხვედრას ესწრებოდნენ მოლდოვას, ტაჯიკეთის, ყირგიზეთისა და უზბეკეთის წარმომადგენლები.

„ცოდნისა და ინოვაციის ფონდი ევროპის, აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებისთვის (KIX EAP) ერთ-ერთი რეგიონული ჰაბია, რომელიც გლობალური (KIX) პლატფორმის მიერ შეიქმნა.

კომიტეტის წარმომადგენლებმა განათლებისა და მეცნიერების სექტორში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინკლუზიური განათლების მიმართულებას განათლების თითოეულ საფეხურზე.

დელეგაციის წევრებმა წარმოადგინეს პროექტი - ცოდნის გაზიარება და ინოვაციები (KIX) ევროპაში, აზიასა და წყნარ ოკეანეში (EAP). პროექტის მიზანია ინკლუზიური განათლების შესახებ წარმატებული, ინოვაციური პრაქტიკისა და ცოდნის გაზიარება, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოხდება ინკლუზიური სკოლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საუკეთესო გამოცდილების გაზიარება. პროექტის ფარგლებში ინკლუზიური განათლების განვითარების მდგომარეობის შესახებ შეჯამდება სიტუაციური ანალიზი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება