განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვემო ნატანების საჯარო სკოლაში, სადაც ჭერი ჩამოინგრა, დროებით სასწავლო პროცესი შეწყდება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქვემო ნატანების საჯარო სკოლაში, სადაც ჭერი ჩამოინგრა, დროებით სასწავლო პროცესი შეწყდება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, სკოლის რეაბილიტაცია დაგეგმილი იყო და სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყება.

ცნობისთვის, სოფელ ქვემო ნატანებში საჯარო სკოლაში ჭერი დღეს ჩამოინგრა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სოფელ ნატანებში მერის წარმომადგენელმა ვალერიან ვაჩეიშვილმა განუცხადა, ჭერიდან ჩამონგრეული ბათქაში ორ ადამიანს - დამლაგებელს და მშობელს დაეცა.

მისივე თქმით, არცერთ მათგანს სერიოზული დაზიანება არ მიუღია. მისივე ინფორმაციით, დამლაგებელი კლინიკაშია გადაყვანილი.

შემთხვევა სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს, მეორე ცვლაში მოხდა

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება