ირაკლი ეძგვერაძეზე ძალადობის ფაქტზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი - მტკიცებულებები არ არის საქმეში

თუ ვინ მიაყენა დაზიანებები, აბსოლუტურად არანაირი მტკიცებულებები არ არის საქმეში, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ერთ-ერთი ბრალდებულის, ტატო ხუნდაძის ადვოკატმა, იოსებ ხარატიშვილმა „პლიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

იოსებ ხარატიშვილის თქმით, საქმეში არ მოიპოვება ვიდეომასალა მტკიცებულების სახით, რომელიც ტატო ხუნდაძის დანაშაულს დაამტკიცებს, ამასთან მას არც მოწმეები ადებენ ხელს.

„მე არ უარვყოფ, არ ვარ ექიმი, მაგრამ ვიზუალურად დაზიანებები ეტყობოდათ. არ დავობს არავინ ამ საკითხზე, რომ მათ დაზიანებები არ ჰქონდათ ან თვითონ მიიყენეს ან მსგავსი. უბრალოდ, საქმეში, თუ ვინ მიაყენა დაზიანებები, აბსოლუტურად არანაირი მტკიცებულებები არ არის. მე ხომ საქმიდან უნდა გამოვიდე, როგორც ინტერესების დამცველი ადვოკატი? სასამართლომაც საქმიდან უნდა იმსჯელოს, პროკურორმაც. საქმეში ასეთი მტკიცებულება: ვიდეომასალა, პირის ამოცნობა, ხელის დადება პირზე, არ მოიპოვება“, - განაცხადა იოსებ ხარატიშვილმა.

იოსებ ხარატიშვილის თქმით, დღეს ორი მოწმე დაიკითხა მაგისტრ მოსამართლესთან, რომელთა განცხადებითაც, მათ არ დაუნახავთ, რომ ტატო ხუნდაძეს ვინმესთვის დაზიანებები მიეყენებინოს.

„საუბრობენ მტკიცებულებებზე, მაგრამ ეს არის მხოლოდ ტელევიზორში ნასაუბრები, რომელიც სისხლის სამართლის საქმეში არ არის გადმოტანილი. ვისაც დაზარალებულებს უწოდებენ, თავდაპირველად არცერთმა მათგანმა არ მისცა ჩვენება, პირდაპირ დაწერეს: „ჩვენ გიცხადებთ უნდობლობას“.

ორმა მათგანმა, რომელთა გამოკითხვაც იყო სასამართლოში მაგისტრ მოსამართლესთან, მათ შორის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფზე განაცხადა, რომ ნახეს იქ მისულ პირთა შორის, მაგრამ მისგან რაიმე სახის დაზიანება არ მიუღიათ. რომ დავუსვი კითხვა, ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა, ტატო ხუნდაძემ ვინმე სხვას ხომ არ მიყენა დაზიანება, თქვენ ხომ არ დაგინახავთ? - მათ ცალსახად განაცხადეს, მე არ დამინახავს“, - განაცხადა იოსებ ხარატიშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა