რუსებმა ოდესას დაარტყეს, დაშავდა ორი ადამიანი, დაიწვა ავტომობილები და დაზიანდა საწყობები

რუსულმა საოკუპაციო ძალებმა, წუხელ, ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას დაარტყეს, რის შედეგადაც დაზიანდა საგუშაგოს შენობა, საწყობები, 30-მდე სატვირთო მანქანა, დაიწვა 6 სატვირთო მანქანა და დაშავდა ორი მძღოლი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ კიპერზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, მეხანძრეებმა ხანძარი უკვე ჩააქრეს, ერთ-ერთ დაშავებულს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, მეორე კი, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ოლეგ კიპერის ინფორმაციით, ოდესის ოლქში დრონებით თავდასხმა 2 საათს გაგრძელდა. მათი უმეტესობა საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება