თსუ-ში თანამედროვე საზღვაო სამართლის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სპეციალური მოწვევით საერთაშორისო საზღვაო სამართლის აკადემიის დირექტორი პროფესორი ნორმან მარტინეს გუტიერესი ეწვია, რომელმაც ერთობლივ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

თსუ-ის ინფორმაციით, კონფერენცია, რომელიც ქართული საერთაშორისო სამართლის სკოლის დამაარსებელს, აკადემიკოსის ლევან ალექსიძის ხსოვნას მიეძღვნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, საერთაშორისო საზღვაო სამართლის ინსტიტუტისა (IMO, IMLI) და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ჩართულობით გაიმართა.

„კონფერენციის მონაწილეებს თსუ-ის რექტორის მოადგილე, პროფესორი ნინო გვენეტაძე მიესალმა.

საერთაშორისო კონფერენციაზე მეცნიერებმა და დარგის ექსპერტებმა თანამედროვე საერთაშორისო საზღვაო სამართლის ნორმებისა და ეროვნული ნორმების ურთიერთმიმართების საკითხებზე იმსჯელეს.

ღონისძიების ფარგლებში, სპეციალური მომხსენებლის სტატუსით მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საზღვაო სამართლის აკადემიის დირექტორმა, პროფესორმა დოქტორი ნორმან ა. მარტინეს გუტიერესმა.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, თამარ ზარანდიამ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორმა მურთაზ დევაძემ მიმართეს.

კონფერენცია ორი პლენარული სესიის ფორმატში გაიმართა, რომელსაც პროფესორი ირინე ქურდაძე და პროფესორი კონსტანტინე კორკელია ხელმძღვანელობდნენ“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება