კახა კალაძე - მთელი „სანაცეთი“ საუბრობდა იმაზე, რომ ვარკეთილში მდებარე მიწის ნაკვეთი ერთ ლარად გადავეცი ილია წულაიას, რაც ბინძური ტყუილი იყო

სიმართლეს არ შეესაბამებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მუნიციპალიტეტმა ვარკეთილის მესამე მასივში არსებული მიწის ნაკვეთი სამშენებლო კომპანია „არქის“ დამფუძნებელს, ილია წულაიას ერთ ლარად გადასცა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ავარიულ კორპუსებში მცხოვრები ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემის შემდეგ განაცხადა.

კახა კალაძემ განმარტა, თუ რა გარემოებებში აიღო დეველოპერულმა კომპანია „არქიმ“ აღნიშნული პროექტის განხორციელების ვალდებულება, რომლის შედეგადაც, დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა 24 მილიონი ლარის ქონება მიიღო.

„მინდა, საზოგადოებას შევახსენო ერთი სიცრუის კამპანია, რომელიც აღნიშნულ პროექტთან არის დაკავშირებული. ჩვენ 2019 წელს გამოვაცხადეთ ინტერესთა გამოხატვა, გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია (სახელი არ მახსოვს), რომელმაც ვერ წარმოადგინა საბანკო გარანტია, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ კომპანია პროექტს განახორციელებდა. შესაბამისად, გადავედით მეორე დეველოპერულ კომპანიაზე, რომელმაც გაიმარჯვა. ეს კომპანია აღმოჩნდა „არქი“. ამასთან დაკავშირებით მთელი „სანაცეთი“ დამწკრივებული იყო და საუბრობდა იმაზე, თითქოს კახა კალაძემ, ჩემზე იყო კონკრეტულად საუბარი, ერთ ლარად გადავეცი აღნიშნული ტერიტორია ილია წულაიას, „არქის“ დამფუძნებელს. ეს იყო ძალიან დიდი ტყუილი. რეალობაში ვხედავთ, რა მივიღეთ. ეს არის პასუხი იმ სიბინძურეზე და ტყუილის კამპანიაზე, რომელიც „ნაცებს“ ჰქონდათ. მუნიციპალიტეტმა აღნიშნული პროექტისგან, დაახლოებით, 24 მილიონი ლარის ქონება მიიღო, რომლითაც ყველა იმ ოჯახს დავეხმარებით, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება