დავით გაბაიძე, ზალცბურგში ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისარ იოჰანეს ჰანსს შეხვდა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, დელეგაციის წევრებთან ერთად, ზალცბურგში მიმდინარე მე-19 ევროპულ სამიტში მონაწილეობის პარალელურად, ევროპული სტრუქტურების ოფიციალურ პირებთან და რეგიონულ ლიდერებთან შეხვედრებს მართავს.

ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, დავით გაბაიძე ევროკომისარ იოჰანეს ჰანსს შეხვდა, რომელიც სამიტის მეორე დღეს მთავარი მოხსენებით წარსდგა.

„დელეგაციის წევრებმა აჭარის უმაღლეს საბჭოსა და ზალცბურგის ლანდტაგის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს ლანდტაგის პრეზიდენტთან, ბრიჯიტა პალლაუფთან გამართულ შეხვედრაზე.

ყურადღება გამახვილდა ღია მმართველობისა და გამჭვირვალობის მიმართულებით საკანონმდებლო ორგანოების გამოცდილებაზე. აღინიშნა, რომ ორივე ინსტიტუცია, ამ მხრივ, რეგიონული და ქვეყნის მასშტაბით ლიდერობს, რაც თანამშრომლობის ინტერესს და შესაძლებლობებს კიდევ უფრო ზრდის.

საუბარი შეეხო რეგიონული თანამშრომლობის საკითხებსა და პერსპექტივებს. ამასთან, დავით გაბაიძემ, ლანდტაგის დელეგაცია, 2024 წელს, ბათუმში დაგეგმილ რეგიონული პარლამენტების კონფერენციაზე მოიწვია, რომელიც უმაღლესი საბჭოს ინიციატივითა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით გაიმართება.

აჭარას ზალცბურგის სამიტზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - მარინე გვიანიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი - ზაზა შავაძე, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე - ზაურ ახვლედიანი წარმოადგენენ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება