„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე UN Global Compact-ის „ლიდერთა სამიტზე“ სპიკერად მონაწილეობდა

„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, ნუციკო გოგილაშვილი ნიუ-იორკში გამართულ UN Global Compact-ის „ლიდერთა სამიტზე“ სიტყვით გამოვიდა.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, გოგილაშვილი პირველი ქართველია, რომელიც „ლიდერთა სამიტზე“ სპიკერად მიიწვიეს.

„პანელზე - „ბიზნესების გადასვლა ვალდებულებიდან მოქმედებაზე ადამიანის უფლებებისა და შრომითი უფლებების საკითხებში“ - მან ადამიანის, მომხმარებლისა და შრომითი უფლებების შესახებ ისაუბრა, ასევე ყურადღება გაამახვილა მონაცემთა დაცვის, გარემოსდაცვითი და სოციალური რისკ-მენეჯმენტის მნიშვნელობაზე, ქართულ რეალობაში არსებულ გამოწვევებსა და საქართველოს ბანკის მიერ შემუშავებულ პრაქტიკებზე.

პანელის სპიკერები იყვნენ: ტორსტენ პინკეპანკი - BASF-ის კორპორატიული მდგრადობის ურთიერთობების დირექტორი; ლუსიტა ჟასმინი - აზიისა და წყნარი ოკეანეთის რესურსების საერთაშორისო ჰოლდინგის (APRIL Group) მდგრადობისა და საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი; რამონ გუემესი - BMV Group-ის მთავარი ფინანსური ოფიცერი და ასლი კასაპოლუ, Aslı Tekstil-ის ბორდის წევრი და აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.

პანელის ფარგლებში სპიკერები განიხილავდნენ ადამიანის უფლებებს კორპორატიულ გარემოში, მსმენელებს უზიარებდნენ შრომითი და ადამიანების უფლებების დაცვის მიმართულებით მათი კომპანიების გამოცდილებას, რაც შესაძლებლობას მისცემს აღმასრულებელ პოზიციებზე მყოფ მენეჯერებს, გასცდნენ დაკისრებულ ვალდებულებებს და გადავიდნენ მოქმედებაზე.

აღსანიშნავია, რომ UN Global Compact-ის მიზანს კერძო სექტორის მხარდაჭერა და მათი მოტივირება წარმოადგენს, რათა მათ გადადგან ნაბიჯი მდგრადი განვითარების მიზნებისკენ და განახორციელონ ქმედება, რომელიც ხელს შეუწყობს ისეთ გამოწვევებთან გამკლავებას, როგორებიცაა გლობალური პანდემია, კლიმატური ცვლილებები, უთანასწორობა, კონფლიქტები, გლობალურ ეკონომიკასა და მიწოდების ჯაჭვში არსებული პრობლემები. ეს ის ამბიციური მიზნებია, რომლის დაძლევაც კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევის გაერთიანებით არის შესაძლებელი“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება