„ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით“ მოსარგებლე პირებისათვის სტაჟირება ცხადდება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროსთან თანამშრომლობით, აცხადებს მიღებას სტაჟირების პროგრამაზე „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით“ (“1+4 პროგრამა”) მოსარგებლე პირებისათვის.

ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტაჟირების პროგრამის მიზანია საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის საჯარო სამსახურის საქმიანობის სპეციფიკის გაცნობა, პროფესიული უნარების განვითარება და საქმიანი გამოცდილების შეძენა, საბოლოოდ, მათი ჩართულობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა.

„პროგრამის ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, კონკურსის საფუძველზე ჩაერთონ სტაჟირების პროცესში. სპეციალურად შექმნილი უწყებათაშორისი საკონკურსო კომისია უზრუნველყოფს სტაჟიორების შერჩევას შეფასების დადგენილი კრიტერიუმებით. წარმატებული აპლიკანტები სურვილის მიხედვით 1-იდან 12 თვემდე სტაჟირებას გაივლიან სახელმწიფო უწყებებში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში“,- აღნიშნულია განცხადებაში.

სტაჟირების პროგრამაში მონაწილე სახელმწიფო უწყებების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე.

სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, შეავსოთ განაცხადის ფორმა, 17 ოქტომბრამდე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება