უკრაინის სასაზღვრო სამსახური - მოქალაქეები, რომლებიც საზღვარგარეთ უკანონონ გაემგზავრნენ, დაისჯებიან

უკრაინის სამხედროვალდებულ მოქალაქეებს, რომლებმაც საომარი მდგომარეობის დროს საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს, პასუხისგება ელოდებათ, - ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის პრესსპიკერმა, ანდრეი დემჩენკომ განაცხადა.

მისი თქმით, პირები, რომლებსაც სამხედრო სამსახურის ვალდებულება აქვთ, აგრძელებენ საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობებს, თუმცა, ბოლო დროს, ასეთი მცდელობები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ომის დასაწყისში იყო. ასეთი პირები ქვეყნიდან გასვლას პროცედურების დარღვევით ცდილობენ, მაგალითად, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით.

„თუ ვინმე უკანონოდ გადაკვეთს სახელმწიფო საზღვარს, მომავალში, როცა დაბრუნდება, პასუხისგებაში მიეცემა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ პირმა ჩაიდინა ასეთი დარღვევა, ის შემდგომში პასუხისმგებლობას აიცილებს უკრაინის კანონის შესაბამისად”, - განაცხადა დემჩენკომ.

ამასთან, მას არ დაუკონკრეტებია, თუ რა სახის სასჯელი ემუქრებათ აღნიშნულ პირებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება