ანა ნაცვლიშვილი - ფარცხალაძე საქართველოს მოქალაქედ დარჩება თუ დაკარგავს მოქალაქეობას, „ქართულ ოცნებას“ სამართლებრივი თვალსაზრისთ არ უშლის ხელს, რომ მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს

ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მოქალაქეობას ერთ კვირაში დაკარგავს თუ სამ თვეში, ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას სამართლებრივი რეაგირების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს - არ აკეთებს რა ამას, ფარცხალაძის მიერ საქართველოს საზიანოდ ჩადენილი ყველა ქმედება როგორც სამართლებრივად, ასევე პოლიტიკურად „ქართულ ოცნებაზე“ გადმოდის, - ასეთია „ლელოს“ დეპუტატის ანა ნაცვლიშვილის პოზიცია.

ნაცვლიშვილის განცხადებით, იმის ნაცვლად, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებას ფარცხალაძესთან დაკავშირებულ საქმეს იძიებდეს, იცავს და ბოლომდე ეფარება მას.

მისივე აზრით, თუ მმართველი გუნდი დაინახავს, რომ ოთარ ფარცხალაძის სკანდალმა შეიძლება მათი ძალაუფლება შეიწიროს, ფარცხალაძეს მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გაწირავენ.

"ფარცხალაძე საქართველოს მოქალაქედ დარჩება თუ დაკარგავს მოქალაქეობას, "ქართულ ოცნებას" სამართლებრივი თვალსაზრისთ არ უშლის ხელს, რომ მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს. მისი როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური ვალდებულებაა, რომ რუსეთის სპეცსამსახურების ჯაშუშობაში მხილებული პირი პასუხისგებაში მისცეს.

"ქართულ ოცნებას" პასუხისმგებლობას ვერ ჩამოხსნის მათ შორის ისიც, თუ ფარცხალაძე საქართველოს მოქალაქე არ იქნება. მთავარი, რაც ამ თემის ფარგლებში დავინახეთ, არის ის, რომ გენერალური პროკურორის პოსტზე იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილი და პრემიერი მიერ მხარდაჭერილი პირი რუსეთის ჯაშუშობაში მხილებული ადამიანი აღმოჩნდა. თეა წულუკიანმა და ირაკლი ღარიბაშვილმა უნდა უპასუხონ კითხვას, რა ნიშნით შეარჩიეს და წარადგინეს თავის დროზე ფარცხალაძე ასეთ მაღალ თანამდებობაზე - ამ კითხვაზე პასუხი მათ თავზე ჰკიდია", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება