მედია - უკრაინელებმა კურსკში დრონით თავდასხმა განახორციელეს, 7 დასახლება ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის სოფელ სნაგოსტში ელექტრო ქვესადგურზე დრონით დარტყმა განახორციელა, რის შედეგადაც ოლქის შვიდი დასახლება ელექტროენერგიის გარეშე დარჩა , - ამის შესახებ უკრაინულ გამოცემა Unian-ს ინფორმირებულმა წყაროებმა განუცხადეს, რომლებიც უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები არიან.

"სპეცსამსახურის დრონმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩამოაგდო კურსკის ოლქის სოფელ სნაგოსტში მდებარე ელექტრო ქვესადგურზე, შედეგად შვიდი დასახლება ელექტროენერგიის გარეშე დარჩა", - აცხადებენ წყაროები გამოცემასთან საუბარში.

მათი მტკიცებით, „ასეთი „ბავოვნა“ იმის მტკიცებულებაა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაციები ახალ დონეს აღწევს“.

"რუსებმა უნდა გააცნობიერონ, რომ თუ ისინი აპირებენ უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმის გაგრძელებას, ამაზე მკაცრ პასუხს მიიღებენ. ჩვენი რესურსები ამის საშუალებას გვაძლევს. რუსებმა თავად უნდა იგრძნონ რა არის ელექტროენერგიის გარეშე ყოფნა, გამორთვის გრაფიკი და გენერატორების ძებნა“, - აღნიშნა წყარომ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება