არჩილ თალაკვაძე და მიხეილ სარჯველაძე აზერბაიჯანის რელიგიური გაერთიანებების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აზერბაიჯანის რელიგიური გაერთიანებების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეს, მუბარიზ გურბანლის და თანმხლები დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და თანამშრომლობას შეეხო. ყურადღება ინტერრელიგიური და ინტერკულტურული დიალოგის მნიშვნელობაზე გამახვილდა.

„ჩვენს ქვეყნებს შორის ყოველთვის იყო კარგი, მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა. საქართველო ყოველთვის ამაყობდა მრავალფეროვანი კულტურით და მრავალეთნიკური საზოგადოებით, რელიგიური ტოლერანტობით, რომელიც ჩვენს ქვეყანაში თანაცხოვრებისთვის მშვიდობიან და ჰარმონიულ გარემოს ჰქმნიდა. ინტერრელიგიური და ინტერკულტურული დიალოგი ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ამას განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს მიმართულებებზე, რომელიც რელიგიის თავისუფლების და ადამიანის უფლებების დაცვის უკეთეს სტანდარტებს უზრუნველყოფს.

„განსაკუთრებულად მნიშნელოვანია თანამშრომლობა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის და სასიხარულოა, რომ გამონაკლისი არაა ის მიმართულებები, რაც რელიგიის თავისუფლებას და რელიგიის საკითხებს უკავშირდება. ამდენად, მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის თანამშრომლობაც, მათ შორის, იმ თვალსაზრისით, რომ ეს ხელს შეუწყობს ორივე სახელმწიფოს, მათ ტერიტორიაზე რელიგიის თავისუფლება უკეთ იყოს უზრუნველყოფილი და შესაბამისად, უკეთესი სტანდარტები შეიქმნას ადამიანის უფლებების დაცვისთვის", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო