მაკა ბოჭორიშვილი აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ნიდერლანდების სამეფოს დელეგაციის  სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ პარტნიორობის სპეციალურ წარმომადგენელს, რეინ დეკერსს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, ქვეყნის ევროპულ პერსპექტივასა და მოლოდინებზე ისაუბრეს.

ასევე, განიხილეს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობა.

შეხვედრისას სტუმრებმა გატარებული რეფორმების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი აღნიშნეს.

მხარეებმა დეტალურად განიხილეს ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა და გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობა.

„გამომდინარე იქიდან, რომ ნიდერლანდების სამეფოში ყოველთვის არსებობდა სკეპტიკური მიდგომა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკისადმი, ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა მიმართულებით ვითარდება აზრი საქართველოსთან მიმართებაში როგორც საზოგადოებრივ, ასევე პოლიტიკურ წრეებში. წელს ჰოლანდიაში დაგეგმილია საპარლამენტო არჩევნები, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გვქონდეს ძალიან დეტალური ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობა საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ, მათ შორის, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის საგარეო საკითხებში უფროსი პოლიტიკური ოფიცერი კამილ მერლენი, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩი, მელინე არაკელიანი და ელჩის მოადგილე მორის პაულუსენი .

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება