საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო - დღემდე საქართველოს ნავსადგურებში სანქცირებული გემის, ან ტვირთის შემოსვლის არცერთი შემთხვევა არ ყოფილა

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ დღემდე საქართველოს ნავსადგურებში სანქცირებული გემის, ან ტვირთის შემოსვლის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

მათივე ცნობით, გემის შემოწმების პროცესში გამოიყენება ევროკავშირის რეგულაციები, რომლებიც აწესებს სანქციებს, მოქმედების პირობებს.

“გვსურს კიდევ ერთხელ გამოვეხმაუროთ მედიაში და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მიერ არაერთხელ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციებს და ხაზგასმით განვმარტოთ, რომ დღემდე საქართველოს ნავსადგურებში სანქცირებული გემის, ან ტვირთის შემოსვლის არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კოორდინირებულად, მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ, როგორც გემების ასევე ტვირთის შემოწმებას, საქართველოს რომელიმე ნავსადგურში შემოსვლამდე.

გემის შემოწმების პროცესში გამოიყენება ევროკავშირის რეგულაციები, რომლებიც აწესებს სანქციებს, მოქმედების პირობებს”, - წერია განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება