ნათია თურნავა - თქვენ გინახავთ ხელმოწერილი პეტიცია?  - მე არ მინახავს და მგონი, თუ ხელის მოწერას გადაწყვეტდნენ, ჩემს თანამშრომლებს გამოქვეყნება არ გაუჭირდებოდათ

თქვენ გინახავთ ხელმოწერილი პეტიცია? - მე არ მინახავს და მგონი, თუ ხელის მოწერას გადაწყვეტდნენ, ჩემს თანამშრომლებს გამოქვეყნება არ გაუჭირდებოდათ , - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

თურნავამ უპასუხა, გავრცელებულ ცნობებზე დასმულ კითხვას, რომლის თანახმად, სებ-ის 100-მდე თანამშრომელი ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საკითხთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით, პეტიციას ქმნის.

როგორც თურნავამ აღნიშნა, პეტიციის შექმნასთან დაკავშირებული საკითხი სპეკულაციისა და ჭორის დონეზე არის გავრცელებული.

„ასეთი გამიზნული ტყუილები არის ეროვნულ ბაკზე ზეწოლა. ზეწოლა შეიძლება სხვადასხვა ფორმით ხორციელდებოდეს. ზეწოლა შეიძლება იყოს სხვადასხვა თანამდებობის პირის ან პოლიტიკოსისგან, როდესაც საჯაროდ გამოდის და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და საბჭოს წევრებს მოუწოდებს, რომ „დატოვეთ იქაურობა, გადადექით და დაე, გაჩერდეს ეროვნული ბანკი“. ზეწოლა შეიძლება იყოს, როდესაც შენ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას მოუწოდებ, რომ გააუქმე შენი გადაწყვეტილება. ჩვენ ჩვენი გადაწყვეტილების მიღების დროს, არც გაუქმების დროს, არასდროს არ ვიხელმძღვანელებთ ასე გარედან ზეწოლით. არც მიღებული იყო ზეწოლით და არც გადაიხედება და გაუქმდება ვინმეს საჯარო მოწოდების გზით, მაგრამ კიდევ სხვა ზეწოლა არის, როდესაც შენ თანამშრომლებზე შენ მაქსიმალურად ზეწოლას ახდენ და მათ ფსიქიკაზე სხვადასხვა ფორმით ზემოქმედებ. ასეთი ცრუ ინფორმაციების გავრცელება, ეროვნული ბანკის გუნდისთვის ძალიან შეურაცხმყოფელია. თქვენ გინახავთ ხელმოწერილი პეტიცია? მე არ მინახავს და მე მგონი, ჩემს თანამშრომლებს, თუ ხელის მოწერას გადაწყვეტდნენ, ამის გამოქვეყნება არ გაუჭირდებოდათ. მათზე არავინ არასდროს არ ახდენს არანაირ ზეწოლას და ვერც მოახდენს ამ ნაწილში. მაგრამ იმაზე, რაც ჯერჯერობით ჭორის და სპეკულაციების დონეზე მოვისმინეთ, კომენტარს ვერ გავაკეთებ,“ - განაცხადა თურნავამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება