უკრაინისა და პოლონეთის თავდაცვის მინისტრებმა ტელეფონით ისაუბრეს

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი პოლონელ კოლეგას, მარიუშ ბლაშჩაკს ტელეფონით ესაუბრა. რუსტემ უმეროვი სოციალურ ქსელში წერს, რომ მარიუშ ბლაშჩაკს მადლობა გადაუხადა იმ დახმარებისთვის, რასაც პოლონეთი უკრაინას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ომში უწევს.

"სატელეფონო საუბარი მქონდა პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრ მარიუშ ბლაშჩაკთან. მადლობა გადავუხადე პოლონეთს სატანკო კოალიციაში ლიდერობისთვის და სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ მნიშვნელოვანი დახმარების გაწევისთვის ერთად გამარჯვებამდე!" - წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრი.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს უკრაინასა და პოლონეთს შორის ურთიერთობა მარცვლეულის საკითხის გამო დაიძაბა. სლოვაკეთმა, პოლონეთმა და უნგრეთმა უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივეს იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირმა ამ აკრძალვის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. ამ ფაქტის გამო, უკრაინამ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში სარჩელი შეიტანა, რამაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაძაბა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება