გორში დასაქმების ფორუმი გაიმართა

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და გორის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, გორში დასაქმების ფორუმი გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ფორუმის ფარგლებში, 35-მდე კომპანიის 500-მდე ვაკანსია იყო წარმოდგენილი - საბანკო, ფარმაცევტული, სამეწარმეო, სასტუმრო, სარესტორნო და გაყიდვების მიმართულებით.

„წელს პირველად, ფორუმის ფარგლებში, გაიმართა პროფესიული მასტერკლასებიც, რომელშიც ნებისმიერ მსურველს შეეძლო გასცნობოდა თექაზე მუშაობის, აქსესუარების დამზადებისა და ელექტროობის სისტემების ტექნიკებს.

დღესვე, ფორუმის პარალელურად ადგილობრივი მეწარმეებისა და სტარტაპერების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ასეთი ფორმატით დასაქმების ფორუმი წელს პირველად გაიმართა.

აღსანიშნავია რომ ვინც ფორუმზე დასწრება ვერ მოახერხა, ფორუმზე წარმოდგენილი აქტიური ვაკანსიების გაცნობა შეუძლია დასაქმების სააგენტოს გორის სერვის ცენტრში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება