სადახლოზე 278 208 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, სადახლოზე 278 208 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს.

უწყების ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავში (მისაბმელის იატაკში მოწყობილ სამალავში) 40 320 კოლოფი თამბაქოს ნაწარმი (ე.წ. საღეჭი თამბაქო) აღმოაჩინეს.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო საავტომობილო“ სამართალდარღვევის ფაქტი აღიკვეთა.

კერძოდ, მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის რ.მ-ს მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავში (მისაბმელის იატაკში მოწყობილ სამალავში) 40 320 კოლოფი თამბაქოს ნაწარმი (ე.წ. საღეჭი თამბაქო) აღმოაჩინეს.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 278 208 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისათვის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება