სოფელ ვაკიჯვარში სკვერის ბიბლიოთეკა გაიხსნა

ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, ფონდ „არველაძეებთან“ ერთად, გურიაში, სოფელ ვაკიჯვარის უბან ჩამოში სკვერის ბიბლიოთეკა გახსნა.

ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, ბიბლიოთეკას ამჯერად ურმის ფორმა აქვს.

მათივე ცნობით, სკვერის ბიბლიოთეკა უახლესი ლიტერატურით ფონდმა „არველაძეებმა“ და ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა „ეკვილიბრიუმმა“ მოამარაგა.

„გურიაში, სოფელ ვაკიჯვარში, ჩამოში, მსოფლიოში პირველი ურემი-ბიბლიოთეკა გავხსენით. ეს სივრცე იქნება აქტიური - ჩატარდება ლექციები, წარდგენები, ფოლკლორული კონცერტები. მადლობა შესანიშნავ მასპინძლებს“, - განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია