1-ელ ოქტომბერს,  ბრუნო მარსის კონცერტის ღამეს ავტობუსები გვიან ღამემდე, 02:00 საათამდე იმოძრავებენ

1-ელ ოქტომბერს დაგეგმილი, ბრუნო მარსის კონცერტის ღამეს ავტობუსები გახანგრძლივებული დროით - 02:00 საათამდე იმოძრავებენ. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„1-ელ ოქტომბერს „დინამო არენაზე“ ერთ-ერთი გამორჩეული და წარმატებული, ქართველი მსმენელისთვის ძალიან საყვარელი მომღერალი, ბრუნო მარსი თავის ბენდთან ერთად მსმენელის წინაზე წარდგება. სასიხარულოა, რომ ეს მოვლენა ემთხვევა „თბილისობის“ დღესასწაულს. როგორც „სტარინგ ჯორჯიას“ წინა კონცერტზე, ახლაც მივიღეთ გადაწყვეტილება, გახანგრძლივდეს კონკრეტულ მარშრუტებზე ავტობუსების მოძრაობა კონცერტის ღამეს, ღამის 2 საათამდე. ეს მარშრუტებია - 306, 308, 311, 315, 320, 327, 381,386, 384“, - განაცხადა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება