1-ელი ოქტომბრიდან, თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირება დამატებით კიდევ რამდენიმე ქუჩაზე ამოქმედდება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, 1-ელი ოქტომბრიდან, თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირება დამატებით კიდევ რამდენიმე ქუჩაზე ამოქმედდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„1-ელი ოქტომბრიდან, ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება ჩუღურეთის რაიონში, კონკრეტულად ივანე ჯავახიშვილი ქუჩაზე, ზაარბრიუკენის მოედანზე, ნინოშვილისა და უზნაძის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე. მთაწმინდის რაიონში ლაპიაშვილის ქუჩაზე, ჭოველიძის და ჯანაშიას ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიებზე. ასევე ვაკის რაიონში კუს ტბის ასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩამოთვლილი ქუჩების მაცხოვრებლებს, თუ ჯერ კიდევ არ გაუვლიათ რეგისტრაცია მისამართის მიხედვით, დარეგისტრირდნენ, რათა უფასო დააყენონ კუთვნილი ავტომანქანები საკუთარ საცხოვრებელ კორპუსებთან“, - აღნიშნა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება