კახა კალაძე - დღევანდელი დღე ერთნაირად მტკივნეულია თითოეული ჩვენგანისთვის - მშვიდობას და აფხაზებთან ერთად ცხოვრების პერსპექტივას ალტერნატივა არ აქვს

მშვიდობას, განვითარებას არ აქვს ალტერნატივა, რათა ისევ გაერთიანდეს ჩვენი სამშობლო, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მშვიდობას და აფხაზებთან ერთად ცხოვრების პერსპექტივას ალტერნატივა არ აქვს.

„ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ტრაგიკული თარიღია უახლეს ისტორიაში - სოხუმის დაცემის დღე. ეს თარიღი, რა თქმა უნდა, ერთნაირად მტკივნეულია თითოეული ჩვენგანისთვის, თითოეული ქართველისთვის. ამ დღეს მოჰყვა ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეების, ჩვენი გმირი მებრძოლების შეწყვეტილი სიცოცხლე, დევნილად ქცეული მოსახლეობა, გახლეჩილი საქართველო. მინდა, პატივი მივაგო ტერიტორიულ მთლიანობას შეწირულთა ხსოვნას და ხაზი მინდა გავუსვა, მშვიდობას, განვითარებას არ აქვს ალტერნატივა, რათა ისევ გაერთიანდეს ჩვენი სამშობლო და ყველამ ერთად შევძლოთ უკეთესი მომავლის შენება. დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ ერთმანეთის დაბრუნებას და თანაცხოვრებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება