ირაკლი ბენდელიანი - წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იანვარში დასრულდება

გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია ვერ დასრულდა დათქმულ ვადაში - ეს არის სისულელე, ტყუილი, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ბენდელიანმა აღნიშნა, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იანვარში დასრულდება.

„რამდენიმე დღის წინ, ზოგიერთი ტელევიზიის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია ვერ დასრულდა დათქმულ ვადაში. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ეს არის სიცრუე, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა. როდესაც ეს ობიექტი დავიწყეთ, ყველგან ხაზგასმით ვამბობდით, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დასრულების ვადა იყო იანვრის თვე, გაურკვეველია, კონტრაქტში შიდა ეტაპები, კონკრეტული ეტაპის რა ვადა შეიცვლება, ეს ინფორმაცია არ უნდა მივაწოდოთ ისე, თითქოს, დაპირებული ვადა ვერ შესრულდა. სისულელე, ტყუილია, მიზანმიმართულად არის გავრცელებული“,- აღნიშნა ბენდელიანმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება