ოთარ შამუგია - დარწმუნებული ვართ, მშვიდობიანი პოლიტიკით, აუცილებლად შევძლებთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას

დარწმუნებული ვართ, რომ მშვიდობიანი პოლიტიკით, აუცილებლად შევძლებთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, - ასე ეხმაურება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია სოხუმის დაცემის დღეს.

„დღეს სოხუმის დაცემის დღეა. 30 წელი გავიდა იმ დღიდან, რაც 100 ათასობით ჩვენმა მოქალაქემ იძულებით დატოვა აფხაზეთი. ჩვენ პატივს მივაგებთ ჩვენი გმირი ჯარისკაცების და თითოეული მოქალაქის ხსოვნას, ვინც ამ ომს შეეწირა. დღემდე ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, თუმცა ჩვენ გვჯერა და დარწმუნებული ვართ, რომ, მშვიდობიანი პოლიტიკით, აუცილებლად შევძლებთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ერთობლივად, ჩვენს აფხაზ ძმებთან და დებთან ერთად ავაშენებთ ერთიან, ძლიერ სახელმწიფოს“, -აღნიშნავს შამუგია.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის