გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კიდევ ორი სტუდენტი სწავლას საფრანგეთში აგრძელებს

2023 წლის სექტემბრიდან, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კიდევ ორმა სტუდენტმა სწავლა საფრანგეთში გააგრძელა. ამის შესახებ ინფორმაციას გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, რენის პოლიტიკური მეცნიერებების უმაღლეს სკოლასთან (Sciences Po Rennes) დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, კონკურსის საფუძველზე, ინგლისურენოვან პროგრამაზე ჩაირიცხნენ: გიორგი რურუა, საჯარო მმართველობის და პოლიტიკის სკოლის საბაკალავრო პროგრამა და კესო მანჩხაშვილი, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამა.

„სტუდენტების სწავლის ხარჯები დაფინანსდა საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ, ხოლო გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მათ დაუფინანსდათ სავიზო მომსახურება და მგზავრობა;

ასევე, სტუდენტები მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას. სემესტრის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, გიორგისა და კესოს გადაეცემათ რენის პოლიტიკური მეცნიერებების უმაღლეს სკოლაში სწავლის სერტიფიკატები და მათ მიერ დაგროვილი კრედიტები აღიარებულ იქნება მშობლიური უნივერსიტეტის მიერ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება