ლევან იოსელიანი ფარცხალაძის საკითხზე - ჩვენთვის არავის მოუმართავს და ამ ეტაპზე საკითხს არ ვსწავლობთ, ამიტომ გამოძიების ნაწილში კითხვის ნიშნებთან დაკავშირებით განცხადებები არ შეგვიძლია

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ომბუდსმენის აპარატისთვის ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საკითხზე არავის მიუმართავს. როგორც იოსელიანმა ჟურნალისტებთან განმარტა, თუ შესაბამისი მომართვა იქნება, სახალხო დამცველი საკითხს შეისწავლის.

„ჩვენთვის არცერთ მხარეს არ მოუმართავს გამოძიების ეფექტურობასთან დაკავშირებით. თუ ასეთი მომართვა იქნება და დადასტურებული იქნება ვინმეს უფლების შელახვა, ბუნებრივია, ჩვენ ამ საქმის შესწავლას დავიწყებთ. ამ ეტაპზე ჩვენ ამ საქმეს არ ვსწავლობთ, უბრალოდ, როგორც რიგითი მოქალაქე თვალყურს ვადევნებთ. თუ იქნება მხარე დაინტერესებული მხარე და შემოიტანს განცხადებას, სადაც მისი უფლების დარღვევის შესახებ ისაუბრებს, ბუნებრივია, ჩვენ ამ საკითხს შევისწავლით. ჩვენთვის არავის მოუმართავს და გამოძიების ნაწილში კითხვის ნიშნებთან დაკავშირებით განცხადებები არ შეგვიძლია“, - განაცხადა იოსელიანმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება