თეა ახვლედიანმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, მთავრობის წევრებსა და თბილისის მერ კახი კალაძესთან ერთად, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, მთავრობის წევრებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. მოგვიანებით კი სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან რუსლან აბაშიძესთან ერთად, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას მემორიალი გვირგვინით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

როგორც სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, სოხუმის დაცემის დღე სრულიად საქართველოს და ჩვენი ერის განუზომელი ტკივილის განსახიერებაა.

„ის აცოცხლებს ასობით ათასი ადამიანის ტრაგიკულ ისტორიას, რაც შედეგად მოჰყვა რუსეთის მიერ ინსპირირებულ 90-იანი წლების შეიარაღებულ მოქმედებებს. დღეს, ჩვენ ვიხსენებთ აფხაზეთში დაღუპულ ჩვენს თანამემამულეებს, გმირებს, სამხედრო მოსამსახურეებს, მშვიდობიან მოსახლეობას და პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას, რომელთაც სიცოცხლე შესწირეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლების და ერთიანობის რწმენას. ვფიქრობ, დღეს მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ ომის სისასტიკესთან ერთად, ჩვენ კარგად გვახსოვს აფხაზთა და ქართველთა ერთმანეთის ღირსეული თანადგომის, ადამიანური თანაგრძნობის და მხარდაჭერის, მეგობრობის მაგალითებიც, რომლებსაც მრავალი წლის განმავლობაში მშვიდობიანი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული თანაცხოვრების ისტორია აკავშირებდათ. სწორედ ეს კავშირები და ჩვენი ერთობა არის საწინდარი და ვფიქრობ, ის მყარი ფუნდამენტი, რომელზეც ჩვენ უნდა დავამყაროთ გრძელვადიანი მშვიდობა, რომელიც განაპირობებს შერიგებას და აუცილებლად ვფიქრობთ, რომ ამ სულისკვეთებით შევძლებთ ჩვენი ხალხის გაერთიანებას, მათთვის კეთილდღეობისა და უკეთესი მომავლის შექმნას ძლიერ, განვითარებულ და ევროპულ სახელმწიფოში,“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო