EBRD-ისა და ვიანის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, ექთნების პროფესიული განათლების გაღრმავებისთვის ქართულ ენაზე მძლავრი საექთნო სახელმძღვანელოები შეიქმნა

ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკისა (EBRD) და ვიანის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, ექთნების პროფესიული განათლების გაღრმავებისთვის ქართულ ენაზე მძლავრი საექთნო სახელმძღვანელოები შეიქმნა.

ვიანის ცნობით, სწავლის მსურველ ახალგაზრდებსა და უკვე დიპლომირებულ ექთნებს შესაძლებლობა აქვთ, საგანმანათლებლო მასალა ინტერნეტიდან ჩამოტვირთონ www.vian.health/ka/publications და მას სრულად უსასყიდლოდ გაეცნონ.

„პროექტის ფარგლებში ჯამში 16 მიმართულების სახელმძღვანელო და სწავლების დროს ექთანთა თვითშეფასების ტესტების ბანკი შეიქმნა. ექთნების პროფესიული განათლებისთვის შექმნილი ლიტერატურა ფარავს V საფეხურის საექთნო საქმის სწავლებისათვის ყველა საჭირო სახელმძღვანელოს.

26 სექტემბერს პროექტის დახურვის ცერემონია პანელური დისკუსიის ფორმატში ექთნებისთვის, პროფესიული კოლეჯისა და სამედიცინო წარმომადგენლებისთვის გაიმართა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კავკასიის რეგიონული დირექტორი - ალკის ვრიენიოს დრაკინოსი და ვიანის დირექტორი გიორგი მინდიაშვილი.

ქვეყანაში საექთნო პროფესიის გაძლიერება ვიანისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა და საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით არაერთ მნიშვნელოვან ინვესტიციასა და პროექტს ახორციელებს. აღსანიშნავია ვიანის აქტივობები საექთნო მიმართულებით, რომელიც გულისხმობს ექთნების ჩართვას კვალიფიკაციის უწყვეტ პროგრამაში და მათთვის პაციენტის კმაყოფილებასთან დაკავშირებულ სამოტივაციო სისტემების შექმნა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება