გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ რუხში მდუმარე აქცია გაიმართა

გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ რუხში, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით მდუმარე აქცია გაიმართა, რომელსაც სანთლებით „ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს” ეწერა.

ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, მდუმარე აქციას ზუგდიდის მერი მოადგილეებთან და პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” წარმომადგენლებთან ერთად შეუერთდა.

„30 წელი გავიდა უდიდესი ტკივილიანი დღიდან, სოხუმის დაცემის დღიდან. ეს 30 წელი არის ადამიანური ტრაგედიისა და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის რღვევის წელი. დღესაც, ჩვენ მშვიდობისა და სიყვარულის გრძნობით მივმართავთ ჩვენ აფხაზ და-ძმებს, რომ ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ერთმანეთს. დავიბრუნებთ ერთმანეთის ნდობას და ერთად თანაცხოვრებით ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს შევქმნით”,-აღნიშნა მამუკა წოწერიამ.

ცნობისთვის, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. ამ დღიდან 30 წელი გავიდა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება