ქუთაისში სკოლის მოსწავლეები მუნიციპალური ავტობუსებით უფასოდ იმგზავრებენ

ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, ქალაქის ყველა სკოლის მოსწავლე მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მუნიციპალიტეტის საკრებულომ უკვე შეიტანა შესაბამისი ცვლილება 2021 წლის 28 აპრილის N177 დადგენილებაში „ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშრუტებზე სამგზავრო ტარიფის ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“.

როგორც ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა აღნიშნა, ქალაქში 33 619 მოსწავლეა.

„ქუთაისის ადგილობრივმა თვითმმართველობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქალაქის ყველა საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლე მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებს. ეს საკითხი უკვე დამტკიცდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე. 33 619 მოსწავლე გვყავს ქალაქში და თითოეულ მათგანს გადაეცემა „თიბისი ბანკის“ უფასო სამგზავრო ბარათები. ჩვენ დავპირდით ჩვენს მოქალაქეებს, რომ ამ საკითხს დადებითად გადავწყვეტდით და პირობა შევასრულეთ. ვფიქრობ, დიდი შეღავათი იქნება ეს სიახლე მოსწავლეების ოჯახებისთვის“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება