თორნიკე რიჟვაძე - ბათუმი, 28-29 სექტემბერს, საერთაშორისო ტურისტულ ფორუმს და მსოფლიო ტურიზმის World Travel Awards-ის დაჯილდოებას უმასპინძლებს

ბათუმი, ტურიზმის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟული, მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ღონისძიებისთვის ემზადება. ტურიზმის ოსკარის სახელით ცნობილ ღონისძიებას World Travel Awards საქართველო წელს პირველად უმასპინძლებს.

ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, ბათუმს 20-ზე მეტი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის, მედიისა და ტურიზმის უწყებების 300-ზე მეტი წარმომადგენელი ესტუმრება.

მსოფლიო ტურიზმის გალა დაჯილდოების მასპინძლობის შესახებ განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღეს მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

„28-29 სექტემბერს ბათუმი მასპინძლობს საერთაშორისო ტურისტულ ფორუმს და მსოფლიო ტურიზმის Warld Travel Awards-ის ღონისძიებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მაღალ დონეზე, უნაკლოდ ჩავატაროთ ეს ღონისძიება. პირველად 2019 წელს მიიღო ბათუმმა ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ნომინაცია და ახლაც, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ტურიზმის ოსკაროსან ქალაქს ერგო პატივი გალა ღონისძიება ჩატარდეს ბათუმში. გვეყოლება 20-ზე მეტი ქვეყნიდან წარმომადგენლები, როგორც მედიის, ასევე ტურისტული ინდუსტრიის. კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ ძალიან მაღალ დონეზე შევძლოთ ამ ღონისძიების ჩატარება და ასე ამბიციურად დავასრულოთ საზღვაო ტურისტული სეზონი“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის ცნობით, World Travel Awards-ს გალა ცერემონიას ბათუმში საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები და უცხოელი ბლოგერები დაესწრებიან. მათ შორის იქნებიან Euronews, Wanderlust-ის, Emerging Europe-სა და EarthPix-ი.

„29 სექტემბერს, ბათუმში გაირკვევა რომელი ქვეყნები, ქალაქები და კომპანიები დასახელდება ევროპის წამყვან ტურისტულ მიმართულებებად თუ კომპანიებად და, რომელი მათგანი აიღებს World Travel Awards-ის პრესტიჟულ ჯილდოს. World Travel Awards-ის ნომინაციებში წელს, ბათუმთან ერთად ბათუმის ბოტანიკური ბაღი და ბულვარიც იქნება წარდგენილი. ბათუმის ბოტანიკური ბაღი ევროპის წამყვანი ბოტანიკური ბაღის ნომინაციაში მადრიდის, ედინბურგის, ბერლინის და სხვა ცნობილი, ევროპული ქვეყნების ბოტანიკურ ბაღებს გაუწევს კონკურენციას. ბათუმში, World Travel Awards-ის ევროპის დაჯილდოების გალა ცერემონიასთან ერთად, გაიმართება საერთაშორისო ტურიზმის ფორუმი. ის დაჯილდოების ღონისძიებამდე ერთი დღით ადრე, 28 სექტემბერს ჩატარდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის