საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ" კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ" კანონში ცვლილებაზე მეორე მოსმენით იმსჯელა.

საქართველოს პარლამენტის ცნობით, ფინანსთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ დუნდუას განცხადებით, კანონპროექტით განიმარტება შიდა აუდიტორული საქმიანობის ორი ძირითადი მიმართულება, მარწმუნებელი და საკონსულტაციო საქმიანობა, რაც მნიშვნელოვანია შიდა აუდიტის როლისა და საქმიანობის ფარგლების ხაზგასმისათვის.

„კანონპროექტი ითვალისწინებს მოქმედი კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის დახვეწას, რომელიც განსაზღვრავს იმ ორგანიზაციებს, სადაც შეიძლება შიდა აუდიტის სუბიექტი შეიქმნას.კანონპროექტით უქმდება დაწესებულებების შიდა აუდიტის სუბიექტების დებულებების პროექტების ჰარმონიზაციის ცენტრთან კონსულტაციის ვალდებულება. კანონის 22-ე მუხლს ემატება მე-4 პუნქტი, რომელიც გულისხმობს შიდა აუდიტორული შემოწმების სხვადასხვა სახის გაერთიანების შესაძლებლობას.ცვლილების მიხედვით, თითოეული შიდა აუდიტორი ვალდებულია შეთავაზებულ პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობით განივითაროს პროფესიული შესაძლებლობები, გაიუმჯობესოს უნარები და გაიღრმაოს ცოდნა, ხოლო დაწესებულება ვალდებულია ხელი შეუწყოს მას. კომიტეტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება