გიორგი კაკაურიძე - პენსიონერებისთვის საპენსიო სესხების განულება მიზანშეწონილი არაა - ერთ თვეში შეიძლება იგივე მოცემულობის წინაშე დადგე - შემდეგში რას ვშვებით? - იმასაც ვფარავთ?

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, პენსიონერებისთვის საპენსიო სესხების განულება მიზანშეწონილი არაა, რადგან ეს არის მოქმედი პროდუქტი და მომავალშიც იგივე მოცემულობის დადგომის ალბათობა არსებობს. ამის შესახებ მან პოლიტიკურ ჯგუფ „რეფორმების ჯგუფთან“ შეხვედრისას, 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საპენსიო სესხების განულება არც მომდევნო წლის ბიუჯეტის პირველად ვერსიაშია გათვალისწინებული.

„როცა ჩვენ ვსაუბრობთ პენსიონერების ვალების განულებაზე, ამ შემთხვევაში, რას ვშვრებით, ვაუქმებთ მომავალში საპენსიო სესხს? ვთქვათ, 400 მლნ მოვაკელით სხვა რაღაცას და გადავიხადეთ საპენსიო სესხების განულებაში, შემდეგში რას ვშვრებით? ხვალ რომ 360 ათასის ნაცვლად, 800 ათასმა პენსიონერმა აიღოს სესხი, ვუკრძალავთ სესხის აღებას თუ შემდეგ იმასაც ვფარავთ? რა მიდგომა გვაქვს? თუ რაღაც პროდუქტი არსებობს და იმ პროდუქტის გამოყენება ხვალაც გრძელდება, ამ შემთხვევაში, მისი გადახდა ბიუჯეტიდან არ არის სწორი გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ავტომატურად ერთ თვეში შეიძლება დადგე იგივე მოცემულობის წინაშე. შესაბამისად, არ მიმაჩნია, რომ ახლა 400 მლნ, რომელიც დაახლოებით 30 ლარით რომ გაზარდო პენსია ამას ჰყოფნის წლიურად, გადავიხადოთ პენსიონერების ნაწილის ვალის დაფარვაში. მომდევნო წლის ბიუჯეტში მსგავსი თანხა გათვალისწინებული არ არის, პირველად ვერსიაში. არ შეიძლება 400 მლნ გადავიხადოთ იმაში, რა მოცემულობაც ხვალაც დადგება“, - განაცხადა კაკაურიძემ.

როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კაკაურიძის გამოსვლის საპასუხოდ განაცხადა, პენსიონერებს დღეს პურსა და წამალს შორის არჩევანის გაკეთება უწევთ.

„პენსიონერები ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. ყოველდღე იმას ფიქრობენ პური იყიდონ თუ წამალი. ამ ადამიანებმა სესხი რატომ აიღეს? უდიდესი გაჭირვების გამო, თორემ 290 თუ 295 ლარიდან სესხში 70-90 ლარს იხდიან, მძიმე დღეში არიან. თუ ამის პოლიტიკური ნება და სურვილი იქნება, ეს არის ძალიან მარტივი. ეს ფული არის ჭარბი შემოსავალი, რომელიც დაგეგმილი არ იყო“, - განაცხადა ვაშაძემ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის