თორნიკე რიჟვაძე - საზღვაო ტურისტული სეზონი წარმატებული იყო, ჩვენ შევძელით შეგვენარჩუნებინა ტურისტების მზარდი დინამიკა

დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ საზღვაო ტურისტული სეზონი შეაჯამა და აღნიშნა, რომ აჭარას წარმატებული საზღვაო ტურისტული სეზონი ჰქონდა.

ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

რიჟვაძის თქმით, 2019 წელთან შედარებით 20%-ით გაიზარდა ვიზიტორთა რაოდენობა, ხოლო 2022 წელთან შედარებით - 46%-ითაა გაზრდილი.

„საზღვაო ტურისტული სეზონი წარმატებული იყო, ჩვენ შევძელით, რომ შეგვენარჩუნებინა მზარდი დინამიკა, სტატისტიკა ვიზიტორების. მორჩა რა საზღვაო ტურისტული სეზონი, ძალიან ხმამაღლა და ღიად შეგვიძლია ვთქვათ, რას ემსახურებოდა ის კამპანიური ხასიათის სრულ სიყალბეზე დაფუძნებული დეზინფორმაცია, რომელსაც ავრცელებდნენ მტრულად განწყობილი ჯგუფები. 2019 წელთან შედარებით 20%-ით გავზარდეთ ვიზიტორთა რაოდენობა, ასევე 46%-ით არის გაზრდილი 2022 წელთან შედარებით ვიზიტორთა რაოდენობა. მიმდინარე წელს საზღვაო ტურისტულ სეზონზე, მაინც იმუშავა იმ კამპანიამ და შესაბამისად, გარკვეულ პოტენციურ ვიზიტორებზე მაინც მოახდინა გავლენა წყლის ხარისხის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულმა კამპანიამ. ეს არის კიდევ ერთი გამოვლინება და ხელწერა ამ რადიკალური ჯგუფების, რომ მაქსიმალურად შეძლონ ამ ცრუ კამპანიებით ჩვენი მოსახლეობის ფინანსური დაზარალება და შემდეგ ეს უკმაყოფილება გამოიყენონ სხვადასხვა მიზნებისთვის“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

ინფორმაციის თანახმად, აჭარაში 2022 წელთან შედარებით ვიზიტების რაოდენობა გაზრდილია +46.3 %-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით ვიზიტები რეგიონში გაზრდილია +20.2%-ით. ფრენების მატება გვაქვს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც. საერთაშორისო ფრენების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით გაზრდილია +12%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით +6%-ით.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება