ირაკლი პეტრიაშვილი შრომის ინსპექტორთან არსებული მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს

მთავარ შრომის ინსპექტორთან არსებული მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე ორი წლის ვადით, უკვე მეორედ, საბჭოს თავმჯდომარედ პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, მრჩეველთა საბჭოზე, საბჭოს თავმჯდომარისა და სხდომის მდივნის არჩევასთან ერთად, მრჩეველთა საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცება მოხდა.

„სხდომაზე იმსჯელეს ღირსეული მინიმალური ხელფასის განსაზღვრის აუცილებლობის შესახებ. განხილული იქნა სამედიცინო პერსონალის მინიმალური ხელფასის განსაზღვრის საკითხთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილებები.

საბჭოს წევრებმა, ასევე, საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები, დაგეგმილი მოსალოდნელი ცვლილებები და „სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I, II და III სიაში შეტანილი ნივთიერებების დამოკიდებულებასა და მოხმარების ფაქტზე დასაქმებულთა პერიოდული შემოწმების წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი მიმოიხილეს.

სხდომაზე, ასევე, იმსჯელეს პროფკავშირების საჩივრების საფუძველზე სახალხო დამცველის მიერ შრომის ინსპექციისთვის გაცემული რეკომენდაციის შესახებ, რომლის მიხედვითაც, შრომის ინსპექციის სამსახურის მრჩეველთა საბჭომ უნდა შეიმუშაოს კოლექტიური შრომითი უფლებების სათანადოდ დაცვისა და პროფკავშირისადმი კუთვნილების ნიშნით დისკრიმინაციის პრევენციისკენ მიმართული რეკომენდაციები: https://gtuc.ge/profkavshirebi-saxalxo-damcveli/?fbclid=IwAR3XBhTSXGCOc_uGPzqO3yKVR0e0O4e3KtzEgtelKb7zERA7mHYxSPyTZf8

საბჭოს წევრები შეთანხმდნენ, რომ შრომითი კანონმდებლობისა და უფლებების შესახებ, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, დაიგეგმება აქტიური საინფორმაციო კამპანიები. ბიზნეს და დამსაქმებელთა ასოციაციები ჩართულები იქნებიან გაიდლაინების შემუშავებაში , რომელიც უნდა შემუშავდეს შრომის ინსპექციის, პროფკავშირებისა და დამსაქმებელთა ჩართულობით.

ეს მრჩეველთა საბჭოს რიგით მერვე სხდომა იყო.“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება