„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი - ნატანების საჯარო სკოლაში  ჭერი ჩამოინგრა, საფრთხის შესახებ კი იცოდა ოზურგეთის მერმა - ვითხოვთ დაიწყოს გამოძიება

ორი დღის წინ, ნატანების საჯარო სკოლაში ჩამოინგრა ჭერი. დღეს, საკრებულოს თავმჯდომარემ პირდაპირ დაადასტურა, რომ საფრთხის შესახებ იცოდა ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ვითხოვთ დაიწყოს გამოძიება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა თათია ნიკოლაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, უნდა გასაჯაროვდეს ის კონკრეტული დოკუმენტაციები, რითაც დასტურდება, რომ ადამიანებმა იცოდნენ, რომ ავარიულ შენობაში 500-მდე ბავშვი დადიოდა.

„ორი დღის წინ, ნატანების საჯარო სკოლაში ჩამოინგრა ჭერი, სადაც 500-მდე ბავშვი სწავლობს და მიმდინარეობდა სასწავლო პროცესი. დაშავდა ორი ადამიანი. ამ დრომდე ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოშია. საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარემ პირდაპირ დაადასტურა, რომ ამის შესახებ იცოდა ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ და ცენტრალური ხელისუფლების ყველა წარმომადგენელმა. ეს არის პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაული. ვითხოვთ დაიწყოს გამოძიება, გასაჯაროვდეს ის კონკრეტული დოკუმენტაციები, რითაც დასტურდება, რომ იცოდნენ ამ ადამიანებმა საფრთხის შესახებ, კერძოდ ის, რომ ავარიულ შენობაში დადიოდა 500-მდე ბავშვი სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად. ეს არის პირდაპირ დანაშაული და მოვუწოდებ შესაბამის ორგანოებს, მათ შორის ბატონ თალაკვაძეს, რომელიც მერიის და საკრებულოს თავზე აკეთებს კაფეს და არემონტებს აქაურობას, ამ დროს კი სოფლის ბავშვებს თავზე ენგრევათ სკოლა“, - განაცხადა თათია ნიკოლაშვილმა.

ამასთან, დავით მჟავანაძემ განაცხადა, რომ ადგილი აქვს სამსახურებრივ გულგრილობას.

„პრაქტიკულად, საკრებულოს თავმჯდომარე, დავით დარჩიამ დღეს საჯაროდ განაცხადა იმის შესახებ, რომ ადგილი აქვს სამსახურებრივ გულგრილობას და ამის ნათელი მაგალითი არის ის ფაქტი, რომელი ფაქტის წინაშეც დღეს ჩვენ ვდგავართ. იმის ნაცვლად, რომ ავარიული სკოლიდან გადაეყვანათ ბავშვები, საფრთხე აერიდებინათ, ბავშვები სხვა ავარიული სკოლიდან გადმოიყვანეს, გაამსხვილეს ეს სკოლა და ბავშვები დააყენეს სიცოცხლის საფრთხის ქვეშ. სამწუხაროდ, ადამიანები დაზიანდნენ, დაშავდნენ და ამ ყველაფრის ფონზე რატომღაც ხელისუფლებამ ვერ გამონახა დრო, რომ ეს პრობლემა მოეგვარებინა, მაგრამ პარალელურად ვხედავთ, რომ მიმდინარეობს გრანდიოზული მშენებლობა, არ იკლებენ ახალ ავტომობილებს, ირემონტებენ კაბინეტებს, კაბინეტის თავზე იწყობენ კაფე რესტორნებს და ა.შ“, - განაცხადა დავით მჟავანაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება