თსსუ-ში სოხუმის დაცემის დღე ომში დაღუპული თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების მემორიალთან აღინიშნა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში, აფხაზეთის ომში გმირულად დაცემული სტუდენტების: ვასილ კილაძის, ილია მელაძის, გიორგი მიროტაძის, რევაზ მუმლაძისა და ნიკოლოზ ღიბრაძის სახელების უკვდავსაყოფად აღმართულ მემორიალთან შეიკრიბნენ თსსუ-ის სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, ომში დაღუპული გმირების მშობლები და ახლობლები.

როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინფორმაციაშია აღნიშნული, სტუდენტებმა მემორიალი გვირგვინით შეამკეს, სანთლები დაანთეს და გარდაცვლილი გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ:

„ბევრი მონაწილეობდა სამედიცინო საზოგადოებიდან ამ ომში. ამ ხუთმა ბიჭმა საერთო მიზნისთვის გაიხადა თეთრი ხალათი, მათ უნდოდათ დაეცვათ თავიანთი სამშობლოს ერთიანობა, შეერიგებინათ ქართველები და აფხაზები. ისინი ჩვენი გმირები არიან: ვასილ კილაძე, ილია მელაძე, გიორგი მიროტაძე, რევაზ მუმლაძე, ნიკოლოზ ღიბრაძე.

ვფიქრობ, რომ 27 სექტემბრის ამ ვარამით დიდი იმედი ცოცხლობს ჩვენში და გვჯერა, რომ ჩვენი გმირი ბიჭების მიზანი განხორციელდება და საქართველო აუცილებლად გამთლიანდება. დიდი მადლობა ამ ბიჭების მშობლებს. ჩვენ ყველამ ერთად ერთიან საქართველოში უნდა ვიცხოვროთ, სხვა არჩევანი, სხვა გზა არ გვაქვს“, - განაცხადა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ.

ომში გმირულად დაღუპული სტუდენტების მშობლებმა - ლევან მიროტაძემ და ავთანდილ ღიბრაძემ მადლობა გადაუხადეს თსსუ-ის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს და ადმინისტრაციას იმისთვის, რომ ყოველი წლის 27 სექტემბერს ტრადიციად იქცა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ომში დაღუპული თსსუ-ის სტუდენტების მემორიალთან შეკრება და მათი ხსოვნის პატივისცემა.

„ერთი რამ უნდა გავითავისოთ და გვახსოვდეს, რომ აფხაზეთი, ეს ულამაზესი მხარე დროებით ოკუპირებულია. მალე, ყველას ერთად გვეცხოვროს გამთლიანებულ საქართველოში, ისეთში, როგორზედაც ოცნებობდნენ ჩვენი შვილები. დიდი მადლობა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, რომ ასე უფრთხილდება მათ მარადიულ სიცოცხლეს. ღმერთმა სიკეთე მოგცეთ“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას გიორგი მიროტაძის მამამ, ლევან მიროტაძემ.

„დღეს მე იმისთვის ვცხოვრობ, რომ ხვალ, ზეგ გაერთიანდება საქართველო და დავიბრუნებთ აფხაზეთს, შევხვდებით ერთმანეთს ამ ლამაზ კუთხეში. მადლობა ყველაფრისთვის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს. ვიდრე ჩვენი შვილების ხსოვნა ცოცხალია, ისინიც იცოცხლებენ“, - აღნიშნა ავთანდილ ღიბრაძემ.

აფხაზეთის ომში დაღუპული სტუდენტები გაიხსენა თსსუ-ის კურსდამთავრებულმა, აფხაზეთის ომის ვეტერანმა, მწერალმა ზურაბ ლეშკაშელმა.

„თქვენ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და პროფესორ-მასწავლებლები, ყველაფერს აკეთებთ, რომ მომავალმა თაობამ დააფასოს ამ ბიჭების გმირობა და თავდადება ერთიანი საქართველოსთვის“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ზურაბ ლეშკაშელმა.

„ვასილ კილაძე, ილია მელაძე, გიორგი მიროტაძე, რევაზ მუმლაძე, ნიკოლოზ ღიბრაძე - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მათი სახელები დავიწყებას არასოდეს მიეცემა“.

26.05.2025 / 10:13

ვახტანგ ძაბირაძე - “ერთი ფიგურაც არ არის, რომელსაც შეუძლია მთელი ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება”

ღალატი ადგილობრივი არჩევნების წინ - “კიდევ ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი მოინდომებს “ოცნებასთან” გარიგებას...”

ირაკლი მელაშვილი - “ოპოზიციამ უნდა მონახოს საკუთარ თავში ძალა და კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი”

“თბილისი ოუპენ ეარზე” რუსეთის დროშის შეურაცხყოფისთვის კრემლი “სამართლებრივი რეაგირებით” იმუქრება

გია ხუხაშვილი - “ქართული ოცნება” უკვე ჩამოვიდა ფსონს ძალადობაზე, ახლა იძულებულია მოათვინიეროს საზოგადოების აქტიური ნაწილი ან ციხეში ჩასვას”

თსსუ-ში სოხუმის დაცემის დღე ომში დაღუპული თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების მემორიალთან აღინიშნა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში, აფხაზეთის ომში გმირულად დაცემული სტუდენტების: ვასილ კილაძის, ილია მელაძის, გიორგი მიროტაძის, რევაზ მუმლაძისა და ნიკოლოზ ღიბრაძის სახელების უკვდავსაყოფად აღმართულ მემორიალთან შეიკრიბნენ თსსუ-ის სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, ომში დაღუპული გმირების მშობლები და ახლობლები.

როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინფორმაციაშია აღნიშნული, სტუდენტებმა მემორიალი გვირგვინით შეამკეს, სანთლები დაანთეს და გარდაცვლილი გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ:

„ბევრი მონაწილეობდა სამედიცინო საზოგადოებიდან ამ ომში. ამ ხუთმა ბიჭმა საერთო მიზნისთვის გაიხადა თეთრი ხალათი, მათ უნდოდათ დაეცვათ თავიანთი სამშობლოს ერთიანობა, შეერიგებინათ ქართველები და აფხაზები. ისინი ჩვენი გმირები არიან: ვასილ კილაძე, ილია მელაძე, გიორგი მიროტაძე, რევაზ მუმლაძე, ნიკოლოზ ღიბრაძე.

ვფიქრობ, რომ 27 სექტემბრის ამ ვარამით დიდი იმედი ცოცხლობს ჩვენში და გვჯერა, რომ ჩვენი გმირი ბიჭების მიზანი განხორციელდება და საქართველო აუცილებლად გამთლიანდება. დიდი მადლობა ამ ბიჭების მშობლებს. ჩვენ ყველამ ერთად ერთიან საქართველოში უნდა ვიცხოვროთ, სხვა არჩევანი, სხვა გზა არ გვაქვს“, - განაცხადა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ.

ომში გმირულად დაღუპული სტუდენტების მშობლებმა - ლევან მიროტაძემ და ავთანდილ ღიბრაძემ მადლობა გადაუხადეს თსსუ-ის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს და ადმინისტრაციას იმისთვის, რომ ყოველი წლის 27 სექტემბერს ტრადიციად იქცა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ომში დაღუპული თსსუ-ის სტუდენტების მემორიალთან შეკრება და მათი ხსოვნის პატივისცემა.

„ერთი რამ უნდა გავითავისოთ და გვახსოვდეს, რომ აფხაზეთი, ეს ულამაზესი მხარე დროებით ოკუპირებულია. მალე, ყველას ერთად გვეცხოვროს გამთლიანებულ საქართველოში, ისეთში, როგორზედაც ოცნებობდნენ ჩვენი შვილები. დიდი მადლობა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, რომ ასე უფრთხილდება მათ მარადიულ სიცოცხლეს. ღმერთმა სიკეთე მოგცეთ“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას გიორგი მიროტაძის მამამ, ლევან მიროტაძემ.

„დღეს მე იმისთვის ვცხოვრობ, რომ ხვალ, ზეგ გაერთიანდება საქართველო და დავიბრუნებთ აფხაზეთს, შევხვდებით ერთმანეთს ამ ლამაზ კუთხეში. მადლობა ყველაფრისთვის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს. ვიდრე ჩვენი შვილების ხსოვნა ცოცხალია, ისინიც იცოცხლებენ“, - აღნიშნა ავთანდილ ღიბრაძემ.

აფხაზეთის ომში დაღუპული სტუდენტები გაიხსენა თსსუ-ის კურსდამთავრებულმა, აფხაზეთის ომის ვეტერანმა, მწერალმა ზურაბ ლეშკაშელმა.

„თქვენ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და პროფესორ-მასწავლებლები, ყველაფერს აკეთებთ, რომ მომავალმა თაობამ დააფასოს ამ ბიჭების გმირობა და თავდადება ერთიანი საქართველოსთვის“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ზურაბ ლეშკაშელმა.

„ვასილ კილაძე, ილია მელაძე, გიორგი მიროტაძე, რევაზ მუმლაძე, ნიკოლოზ ღიბრაძე - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მათი სახელები დავიწყებას არასოდეს მიეცემა“.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა