მარია ზახაროვა - უკრაინის მიერ სევასტოპოლზე თავდასხმა ამერიკული და ბრიტანული სპეცსამსახურების მჭიდრო კოორდინაციით მოხდა

უკრაინის მიერ სევასტოპოლზე მიტანილი თავდასხმა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთთან კოორდინირებაში განხორციელდა.

აღნიშნული განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ გააკეთა.

მისივე თქმით, თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი და დასავლეთის სადაზვერვო საშუალებების, ნატოს სატელიტური მოწყობილობის და მზვერავი თვითმფრინავების გამოყენებით განხორციელდა.

„სევასტოპოლზე თავდასხმა ამერიკული და ბრიტანული სპეცსამსახურების მჭიდრო კოორდინაციით მოხდა. პატარა ეჭვიც კი არ არსებობს, რომ თავდასხმა დასავლეთის სადაზვერვო საშუალებების, ნატოს სატელიტური მოწყობილობის და მზვერავი თვითმფრინავების გამოყენებით განხორციელდა და მის რეალიზებაში აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურები მონაწილეობდნენ. ასეთი ტერორისტული აქტების მიზანი აშკარაა - უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის ჩავარდნისგან ყურადღების გადატანა, ხალხის დაშინება და ჩვენს საზოგადოებაში პანიკის დათესვაა, მაგრამ თავის მიზანს ვერ მიაღწევენ“, - განაცხადა ზახაროვამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება