გია ვოლსკი შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს კავკასიისა და დასავლეთ ბალკანეთის განყოფილების ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მშვიდობისა და ადამიანის უფლებების დეპარტამენტის კავკასიისა და დასავლეთ ბალკანეთის განყოფილების ხელმძღვანელს, კრისტოფ შპეტს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა როგორც საქართველოში არსებულ ვითარებაზე, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასა და რუსეთის ფედერაციის აგრესიულ პოლიტიკაზე ისაუბრეს.

„სტუმრებისამშვიდობო პროცესის პერსპექტივით დაინტერესდნენ, რომლის გატარებასაც საქართველოს ხელისუფლება ტერიტორიული მთლიანობის საკითხებთან დაკავშირებით ცდილობს. მათი მხრიდან, შვეიცარიის მუდმივი მზადყოფნა კიდევ ერთხელ დადასტურდა, დაეხმაროს საქართველოს კონფლიქტების ტრანსფორმაციის პროცესში", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ვოლსკიმ.

შეხვედრას ასევე, საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მრჩეველი სამხრეთ კავკასიაში ადამიანის უსაფრთხოების საკითხებში ნორბერტ რუტშე და საქართველოში შვეიცარიის საელჩოს ეროვნული მშვიდობისა და ადამიანის უფლებათა ოფიცერი გიორგი კანაშვილი ესწრებოდნენ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო