ქეთევან თურაზაშვილი - სახელმწიფო წინ ვერ მიდის ფემიციდის პრევენციის საკითხში

ქალებს შვილების თვალწინ კლავენ და ამ მოცემულობაში, პარლამენტის გენდერული საბჭო 5 თვიანი პაუზის შემდეგ, დღეს პირველად შეიკრიბა და სამწუხაროდ, ქვორუმი, როგორც აღმოჩნდა, არც დღეს არის, - ამის შესახებ საპარლამენტო ჯგუფ „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გენდერული საბჭოს წევრმა, ქეთევან თურაზაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს სერიოზული პრობლემაა და იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ფემიციდის პრევენციის საკითხში წინ ვერ მიდის.

„ფემიციდი ჩვენი ცხოვრების თითქმის ყოველდღიურად რეალობად იქცა. ბოლო 5 თვეში, 30-მდე ფემიციდის შემთხვევა დაფიქსირდა. ქალებს კლავენ შვილების თვალწინ და ამ მოცემულობაში პარლამენტის გენდერული საბჭო 5 თვიანი პაუზის შემდეგ, დღეს პირველად შეიკრიბა და სამწუხაროდ, ქვორუმი, როგორც აღმოჩნდა, არც დღეს არის. ეს სერიოზული პრობლემაა და ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო წინ ვერ მიდის ფემიციდის პრევენციის საკითხში, ვერ მიდის წინ არსებული კანონმდებლობის დახვეწის საქმეში, არადა არსებობს გამოსავლის გზები, არსებობს მექანიზმები, რომლითაც შესაძლებელია ძალადობის აღკვეთა, ან შემცირება. ვისმენთ შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის სამსახურის საინტერესო მოხსენებას და ძალიან არ მინდა, მოხსენება მოხსენებად დარჩეს.

ექვსი თვის წინ, როდესაც მე დეპუტატის მოვალეობების შესრულებას შევუდექი, პირველი რაც გავაკეთე, გენდერულ საბჭოში გაწევრიანება იყო. სამწუხაროდ, ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, პირველად მომეცა შესაძლებლობა, საბჭოს მუშაობაში ჩავერთო და საზოგადოებისთვის განსაკუთრებულად სენსიტიური და პრობლემატური საკითხების განხილვაში მონაწილეობა მივიღო. ვმსჯელობთ ქალთა მიმართ ჩადენილ უმძიმეს დანაშაულებზე, არსებული პრევენციული ზომების ნაკლებ ეფექტიანობაზე, ელექტრონული სამაჯურის დანიშნულებასა და ეფექტიანობაზე, აგრეთვე ცნობიერების ამაღლების კამპანიაზე და კამპანიაზე „ნუ წაართმევთ ბავშვობას“. ვსაუბრობთ აღნიშნული კამპანიების შედეგიანობის გაზომვასა და საჭიროებებზე, თუმცა სამწუხაროდ, გადაწყვეტილებებს ვერ ვიღებთ სხვა წევრი დეპუტატების გამო, ვინც გადაწყვიტა რომ გენდერული საბჭოს სხდომებს არ დაესწროს,“ - განაცხადა ქეთევან თურაზაშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტია „მოქალაქეები“ ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება