გენდერული თანასწორობის საბჭომ ქალთა მიმართ ძალადობისა და ფემიციდის საკითხებზე იმსჯელა

პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ საშემოდგომო სესიის პირველ სხდომაზე ქალთა მიმართ ძალადობისა და ფემიციდის საკითხებზე იმსჯელა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც საბჭოს თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით გენდერული საბჭოს წევრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს წარმომადგენლებთან ერთად ისაუბრეს.

„ერთი მხრივ, სტუმრებმა გაგვაცნეს ქალთა მიმართ ძალადობისა და ფემიციდის საკითხებთან დაკავშირებული სტატისტიკა, მოვისმინეთ მათი უწყებების ანგარიში და ანალიზი ამ დანაშაულებთან და მძიმე ფაქტებთან დაკავშირებით. მეორე მხრივ, საბჭოს წევრებს შესაძლებლობა გვქონდა კითხვების მეშვეობით გაგვეშალა ეს თემა და გვესაუბრა შესაძლებელ პრევენციულ ზომებზე. მისასალმებელია, რომ სხდომაში მმართველი გუნდის წევრებთან ერთად, ოპოზიციის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ და ვისურვებდი, რომ საბჭოს მომდევნო სხდომა საპარლამენტო პოლიტიკური სპექტრის უფრო ფართო ჩართულობით ჩატარდეს", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება