მიხაილო პოდოლიაკი - ყირიმი თანდათან უკრაინის საცეცხლე კონტროლის ქვეშ ექცევა

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, დროებით ოკუპირებული ყირიმი თანდათან უკრაინის საცეცხლე კონტროლის ქვეშ ექცევა.

მისი თქმით, რუსული საოკუპაციო ჯგუფებისთვის მომარაგების მიმართულების გადაჭრა უკრაინული ძალების სტრატეგიული ამოცანაა.

პოდოლიაკის განმარტებით, საუბარია ქერჩის სრუტის საცეცხლე კონტროლის ქვეშ მოქცევაზე და ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსული ძალების უზარმაზარი სასაწყობო ინფრასტრუქტურის განადგურებაზე. მისი თქმით, ამჟამად რუსების მომარაგების 80% ყირიმის გავლით ხდება და ასე რომ, ნახევარკუნძულზე განვითარებული მოვლენები „მხოლოდ ზოგიერთი ოფიცრის ან ზოგიერთი შტაბის განადგურება არ არის“.

„ყირიმი თანდათან უკრაინის საცეცხლე კონტროლის ქვეშ ექცევა. დღეს თავდასხმების მოლოდინში, მუდმივად განგაშის სიგნალების ქვეშ. მათ ესმით, რომ ყირიმზე უზარმაზარი საფრთხე არსებობს. საჰაერო სივრცე აღარ არის ისე კონტროლირებადი. ჩვენ უკვე მიჩვეულები ვართ, რომ რუსეთი გამუდმებით ამბობს, რომ მათ „ანალოგი არ ჰყავთ“, მაგრამ ყირიმში განადგურდა ორი საკვანძო "ტრიუმფის" სისტემა. დღეს ყირიმი არის რუსული საოკუპაციო ჯგუფების საბრძოლო შესაძლებლობების მნიშვნელოვანი შემცირების გასაღები“, - აღნიშნა პოდოლიაკმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება